დაკარგული ხმა და კონცერტზე ატირებული ელტონ ჯონი (ვიდეო)

199
SHARE

ბრიტანელი მომღერალი, ლეგენდარული ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ ტურნეს Farewell Yellow Brick Road–ს მართავს. მან ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში კონცერტი გამართა, რა დროსაც ჰიტი Daniel შეასრულა, შუა სიმღერისას კი ხმა წაერთვა და იძულებული გახდა გაჩერებულიყო.

მომღერალი ატირდა, მსმენელებს განუცხადა, რომ ძალიან ცუდად არის და ამის გამო წუხს, შედეგად მას სცენის დატოვებაში დაეხმარნენ. ელტონ ჯონი სცენიდან თვალცრემლიანი გავიდა.

მოგვიანებით ლეგენდარულმა მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს კონცერტზე მოვიდა. სცენაზე გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოსიარულე პნევმონიის დიაგნოზი დამისვეს, თუმცა, თქვენთვის დაუვიწყარი შოუს მოწყობა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. მთელი გულით ვმღეროდი და ვუკრავდი, მანამ ხმა სრულად არ ჩამიწყდა. ძალიან იმედგაცრუებული და შეწუხებული ვარ. გთხოვთ, მაპატიოთ”.

FB კომენტარები

კომენტარი