“დაკარგული ხალხია” – რას აცხადებს გივი სიხარულიძე ტრანსგენდერების შესახებ

174
SHARE

ტრანსგენდერი ქალები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლას ითხოვენ. მათ ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროსაც მიმართეს. ტრანსგენდერმა მირანდა ფაღავამ 1055 ხელმოწერაც კი მიიტანა იუსტიციის სახლში და 8 მარტს აქციაც გაიმართა სახელწოდებით “მე ვარ ქალი – აღიარე!”
ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი აზრი გამოითქვა და ბევრიც დაიწერა. დრონი.ჯი დაინტერესედა, თუ რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე მსახიობი გივი სიხარულიძე, რომელიც ქართველი გენისა და ჯიშის სადარაჯოზე დგას და მისთვის „კასტრაცია“ ერის შემარცხვენლობის ტოლფასია.
“ეგ ადამიანები მეცოდებიან, არც ქალები არიან და არც კაცები. დაკარგული ხალხია, რომლებსაც პირადობაში უნდა ჩაუწერონ ფსიქიურად ავადმყოფები. თუ თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, დაუწერონ ქალები, მაგრამ ისინი ვერასოდეს გახდებიან ნამდვილი ქალები”.
შეგახსენებთ, რომ ქალთა მოძრაობა იუსტიციის სამინისტროს ტრანსგენდერი ქალების ქალებად აღიარებას სთხოვს. მათი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურაა. ქართული კანონმდებლობით, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება დაშვებულია, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სამედიცინო ცნობას, როგორც თავად ამბობენ, კასტრაციის ცნობას, იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანმა უკვე გაიარა სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია. მათი თქმით კი, რეალურად, საქართველოში ამ ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია.

წყარო:http://droni.ge

FB კომენტარები

კომენტარი