დათო ხუჯაძის ყოფილი ცოლი და მანანა თოდაძის ყოფილი ქმარი კვლავ ერთად არიან

683
SHARE

25 ივნისს მოსკოვში, რესტორან „გენაცვალეში“ მოსკოვში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა იურისტმა, ელისო მინდიაშვილმა დაბადების დღე გადაიხადა.

ცნობილ ქართველ ადვოკატს მოსკოვში ცნობილი ოლიგარქების პროცესებიდან იცნობენ. ქართველი იურისტი ანდრეი მალახოვის შოუს ხშირი სტუმარიცაა.
წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო სკანდალური მუსიკალური პროდიუსერი ბიძინა (ბიბი) სირბილაძე, მომღერალ მანანა თოდაძის ყოფილი ქმარი და პროდიუსერი. მუსიკალურ პროდიუსერს მომღერალ, დათო ხუჯაძის ყოფილი მეუღლე, ნათია ონიანი ახლდა. წვილის რომანზე ცოტა ხნის წინ სწორედ „პრაიმტაიმი“ წერდა. თუმცა, ქალაქში ამბობენ, რომ მათი გზები გაიყარა და წყვილი კონფლიქტით დაშორდა ერთმანეთს. რამდენიმე დღის წინ, ნათია ონიანისა და ბიბი სირბილაძის ფეისბუქგვერდზე კვლავ მათი ერთობლივი ფოტოები გაჩნდა, რომელიც სწორედ ზემოთაღნიშნულ წვეულებაზეა გადაღებული.

ბიძინას მოსკოვში დავუკავშირდით.

– ბიძინა, თქვენი ფოტოები ვნახე, ნათია ონიანთან გადაღებული… კვლავ ძალაშია თქვენი რომანი?
– რომანი და ტარიელი არ ვიცი, მაგრამ მე, პირადად, ვცდილობ მაქსიმალურად მეტი დრო გავატარო ნათიასთან… თუმცა გარკვეული მიზეზების თუ პრობლემების გამო, ვერ გამომდის.
– რა მიზეზების?
– პირველ რიგში, მანძილი, მე არც ისე ხშირად ვარ უკვე მოსკოვში. კრიზისი არა მარტო ბიზნესს შეეხო, არამედ კონცერტების და საღამოების ჩატარებასაც….
– მთავარი მიზეზი, თქვენი ყოფილი მეუღლე, მანანა თოდაძე ხომ არ არის, ისიც მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს… თან, რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც სწორედ სხვის ქმრებზე მონადირე ქალებზე წერდა. მათ შორის დასახელებული იყო ნათია ონიანიც… მომღერლის სტატუსი ქართულმა ვებსაიტებმა აიტაცეს…
– მთავარი მიზეზი ბოროტი ენა ან ენები იყო, უბრალოდ, ნათიაზე ის დაიწერა, რაც მას საერთოდ არ ეკუთვნოდა… მე მამაკაცი ვარ და ჩემზე რაც უნდათ წერონ და იძახონ… ნათია კი იმაზე მეტად მგრძნობიარე და თავმოყვარეა, ვიდრე უნდა იყოს ქალი … ქალთა ქალია, ნუ, ეს, ალბათ, ჩემთვის.
– კითხვაზე პასუხს გაექეცით…
– მანანასთან აღარ მაქვს არანაირი ურთიერთობა და რომც ვიცოდე, რამეს მერჩის, ყოველთვის მივუტევებ, რადგან, პირველ რიგში, ქალია და ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ქალის პატივისცემა ქართველ კაცს არ ეშლება, ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირს.
– ნათის ყოფილ ქმარს, დათო ხუჯაძეს პირადად იცნობთ?
– ვიცნობ, ორი წლის წინ, ჩემი და მანანას მიერ ორგანიზებულ კონცერტში მივაღებინე მონაწილეობა, სანკტ პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ჩემი პეტერბურგელი მეგობრების დახმარებით ჩატარდა. ამ კონცერტზე არამარტო საქართველოში დაიწერა… ნათი რომ გავიცანი, არაფერი ვიცოდი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ვინ იყო, ვისი ცოლი იყო, საიდან მოდის, ან სად მიდის. მომეწონა და გავიცანი. ან რა საკითხავია მანდილოსნის წარსული.
– როგორც ჩანს, არც ნათიაა გულგრილი თქვენ მიმართ, ერთად ჩნდებით წვეულებებზე…
– ეს კითხვა უმჯობესია ნათიას დაუსვათ. მე რომ არ ვარ გულგრილი მის მიმართ, ნათიამ იცის. თუმცა მისასალმებელია ხალხიც თუ ხედავს ამას… მართალი გითხრათ, ინტერვიუების მიცემა არ მიყვარს, მაგრამ ნათის მიმართ ცილისმწამებლურმა სტატიებმა ნათის კი არა, მეც მატკინა გული. იმ დროს, როცა ეს სიბინძურე დაიწერა, არც ცოლი მყოლია და არც საყვარელი. ნათია არავის ართმევდა ჩემს თავს და აი, მე, ის ეშმაკმაც რომ გადამიმალოს, წავართმევ.

ხუთშაბათს გია ჯაჯანიძის შოუში, მომღერალი მანანა თოდაძე იყო სტუმრად. როცა გადაცემის წამყვანი მესამე ქორწინებაზე სვამდა კითხვებს, მომღერალი კატეგორიულად უკომენტაროდ ტოვებდა პასუხებს. მესამე ქორწინება მომღერალს სწორედ ჩვენს რესპონდენტთან, ბიძინა (ბიბი) სირბილაძესთან ჰქონდა. წყვილმა ხელი მოსკოვში მოაწერა. თუმცა, მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მომღერის მესამე ქმარი დროს უქმად არ კარგავს. როგორც უკვე ნახეთ, ის ახლა ხუჯაძის ყოფილი ცოლით, ნათია ონიანით არის გატაცებული. დამთავრდება თუ არა მათი ურთიერთობა ხელმოწერით, არავინ იცის. მომღერალი კი კვლავ ბედნიერია, ამბობს, რომ რამდენჯერაც მოვა სიყვარული, იმდენჯერ გაუღებს კარს.

ნინო მჭედლიშვილი „პრაიმ ტაიმი“

988585_1072283802801611_8395862353826071147_n 11206952_1072281509468507_5566207981449098349_n 11657551_1074249299271728_313365265_n 11659235_1072212929475365_3786527308588303362_n 11713500_1076077459088912_1521854611_n

Comments

comments