დათო ხუჯაძეს მეგრელი ცოლი სურს?

563
SHARE

გოგონების გულთამპყრობელი, განსაკუთრებით 90-იან წლებში იყო, როდესაც თბილისში ყველაზე პოპულარულ და სიმპათიურ ბიჭად ითვლებოდა. შემდეგ ქვეყანა დატოვა და ათეულობით კილომეტრის მოშორებით წავიდა. მოსკოვში დაიწყო კარიერა… ჰყავს გოგონა, სახელად- მელანო, რომელიც ნათია ონიანთან 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეეძინა. მეუღლესთან დაშორების მიზეზს არ ასახელებს… სამომავლო გეგმად ცოლის მოყვანა აქვს დასახული და ამბობს, რომ მისი მომავალი მეუღლე სასურველია ქართველი იყოს, რადგან მენტალური პრობლემები წყვილს შორის ყოველთვის თავს იჩენს. ქართული მენტალიტეტი მაინც შემორჩა და გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ქალს ღალატი არ ეპატიება, ხოლო კაცს-გზა ხსნილი აქვს…თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ღალატი არა მარტო ქართულ ხასიათშია თანმდევი, არამედ ყველა-კაცში. “კაცმა ისე უნდა უღალატოს, რომ არავინ არ გაიგოს, ქალი ოჯახში უფრო მეტი სიწმინდის მფლობელია- ვიდრე მამაკაცი,ამიტომ არ ეპატიება ქალს ღალატი. კაცი თუ კარგია, ეს ქალის დამსახურებაა”, – დათო ხუჯაძე ამ კომენტარს „ნანუკას შოუში“ აკეთებს. ამასთან, წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ ქალბატონთან სურს მას მომავალი ცხოვრების დაკავშირება, ხუჯაძემ იუმორით მეგრული რეპლიკა თქვა. “მარგალ რენო თაქ მითინი”, – (მეგრელი არის აქ ვინმე) განაცხადა დათო ხუჯაძემ. ამ ეტაპზე შემოქმედებით ცხოვრებაში უფრო დატვირთულია, ვიდრე-პირადში. მომზადებულია “ჟოლოს” მასალაზე დაყრდნობით.

FB კომენტარები

კომენტარი