დათო ფორჩხიძე „X-ფაქტორის“ მენტორი გახდა

181
SHARE

მუსიკოსი დათო ფორჩხიძე „X-ფაქტორის“ მენტორი გახდა. ეს სიურპრიზი მაყურებლისთვის დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
როგორც ჟურნალი „OK!“ წერს, ფორჩხიძე სხვა მენტორებს შეუერთდება და მათ ახალი კატეგორიით დაუპირისპირდება.
ახალ კატეგორიას დათო ფორჩხიძე იმ მონაწილეებისგან შეადგენს, რომლებმაც პროექტი უკვე დატოვეს.
„სიმართლე გითხრათ, სანამ პროექტი დაიწყებოდა, „X-ფაქტორის“ პროდიუსერებს ჩემს თავს მანამდე ვთავაზობდი, როგორც ერთ-ერთი მენტორი, მაგრამ ასე არ მოხდა. პროექტი დაიწყო და მეც აქტიურად ვადევნებდი თვალს. საერთოდ აღარ ვფიქრობდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ შუა პროექტის დროს პროდიუსერები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მეხუთე მენტორს დაამატებდნენ. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შანსზე უარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყოდი. სიმართლე გითხრათ, ეს ის მომენტია, როდესაც აუტკივარი თავი ავიტკიე, მაგრამ ამად ღირს, რადგან ვფიქრობ, ეს სწორედ ის საქმეა, სადაც მთელ ჩემს დროსა და ენერგიას დავუთმობ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ ადამიანებს”, – ამბობს ფორჩხიძე „OK!“-ისთან ინტერვიუში.
როგორც ცნობილი გახდა, მეხუთე მენტორის დამატება გარკვეული კონკურსანტების პროექტიდან გაშვებით გამოწვეულმა მაყურებლების პროტესტმა განაპირობა. „შევქმენით ახალი კატეგორია – „ჯგუფები“, სულ ექვსი კონკურსანტი დაბრუნდა და მათგან სამ-სამკაციანი ჯგუფი შეიქმნა“, – აღნიშნა დათო ფორჩხიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი