დავით სერგეენკოს საპირველაპრილო ხუმრობა და მოტყუებული მედია

55
SHARE

“დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია” და ამ ამბის გარეშე არც მთავრობის სხდომამ ჩაიარა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, სამიზნედ მედია აირჩია.

სანამ მედიის წარმომადგენლები დღეს დავით სერგეენკოს კითხვას დაუსვამდნენ, მინისტრმა ერთ-ერთ ოპერატორს, მიმართა “კამერიდან კვამლი ამოდისო”, რასაც მედიის მხრიდან ჯერ მყისიერი რეაგირება, შემდეგ კი მხიარული აჟიოტაჟი მოყვა.

რაც შეეხება სერიოზულ თემებს, ჯანდაცვის მინისტრმა შრომის ინსპექციაზე ისაუბრა, თუცა მასალას სერიოზულ თემაზე მოგვაინებით შემოგთავაზებთ.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი