დავით ევგენიძემ მოხალისეებს ლექსი მიუძღვნა

71
SHARE

მუსიკოსმა, დავით ევგენიძემ მოხალისე გოგო-ბიჭებს ლექსი მიუძღვნა.

არ ვიცი როდის
არ ვიცი როგორ
ვიცი რომ ერთად
ბიჭი და გოგო…
ერთი კი არა
ძალიან ბევრი
სიყვარულის
და ერთობის ლოგო-
დგანან ქუჩაში
თავის ქალაქში
ეჭვს არ უშვებენ
თავის ქალაში…
შვილთაშვილები
ჩვენი თბილისის-
მეტეხის
მტკვარის
ნარიყალასი…
მე არ მინახავს
უფრო მართალი
უფრო სუფთა და
უფრო ხალასი-
ბიჭი და გოგო
სხივი ალმასის-
ერთი კი არა
ასიათასი…

გაიხარეთ!!!!
დ.ე

FB კომენტარები

კომენტარი