დაბალი მამაკაცები ძალადობისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი – კვლევის შედეგები

53
SHARE

აშშ-ს შტატ ჯორჯიას დაავადებათა კონტროლის ცენტრის მკვლევარებმა ახალი კვლევის ფარგლებში 600 მამაკაცი გამოკითხეს, რომელთა ასაკი 18-დან 50-წლამდე იყო. მკვლევარებს აინტერესებდათ გამოკითხულები მამრობითი სქესს როგორ აღიქვამდნენ – თვითშეფასება და დამოკიდებულება ძალადობის, დანაშაულის და ნარკოტიკების მიმართ. კვლევა შტატის დაკვეთით ჩატარდა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ის მამაკაცები, რომლებიც თავს ნაკლებად მამაკაცურად გრძნობენ, უფრო მეტად არიან დანაშაულის ჩადენის ან კრიმინალური მიდრეკილების რისკის ქვეშ. მათი აზრით, დაბალი მამაკაცები უფრო ბრაზიანები და მოძალადეები არიან, ვიდრე მაღალი მამაკაცები.
კვლევის თანახმად, მამაკაცებში, რომლებიც თავს ნაკლებად მასკულინურად მიიჩნევენ და ასევე, ე.წ „მამაკაცური შეუსაბამობის სტრესს“ განიცდიან, სამჯერ უფრო იზრდება მათი მხრიდან ძალადობის ყველანაირი გამოვლინების ალბათობა.
რამდენიმე წლის წინ კი ოქსფორდის მკვლევარებმა განაცხადებს, რომ „დაბალი კაცის სინდრომი“ რეალურად არსებობს. ისინი აცხადებდნენ, რომ მამაკაცის სიმაღლის ნაკლებობა ზრდის დაუცველობის განცდას და ასევე, პარანოის დონეს, რაც ასევე, ცნობილია „ნაპოლეონის კომპლექსის“ სახელწოდებით.

Comments

comments