დაბადებული 7 დეკემბერს

49
SHARE

დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისი სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.

დაბადებული 7 დეკემბერს
7 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ექსცენტრიკულები და არაორდინალურები არიან. მათი უმრავლესობა რაიმე სახის შემოქმედებითი ტალანტით ან კრეატიული ნიჭით გამოირჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის ახერხებს გამოირჩეოდეს ბრბოდან და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მზის ქვეშ.

წყარო: astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი