დაბადებული 15 იანვარს

50
SHARE

იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქასა და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.

დაბადებული 15 იანვარს

15 იანვარს დაბადებული ადამიანები, უზომოდ დიდსულოვანი და გულმოწყალე ინდივიდები არიან. მათ უმრავლესობას ახასიათებს გმირული სულისკვეთება, როცა საქმე სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას ან შეჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებას ეხება. აქედან გამომდინარე, ისინი ხშირად დებენ სასწორზე საკუთარ ინტერესებს, სხვების ინტერესების სასიკეთოდ. თუმცა, სასურველია, საკუთარი დიდსულოვნებით სარგებლობის უფლება, მათ მხოლოდ იმ ხალხს მისცენ, ვისაც მართლა ესაჭიროება მოცემულ მომენტში დახმარება და არა მათ, ვისაც მარტოოდენ ანგარება ამოძრავებს ხოლმე.

 წყარო: astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი