„გუშინ ქუჩაში მოსიარულე ძაღლს მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მანქანა არ გააჩერა და მიიმალა“

181
SHARE

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქუჩაში მოსიარულე ძაღლს გუშინ მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მანქანა არ გააჩერა და მიიმალა. მოქალაქეებმა.
მისვე ცნობით, მოქალაქეებმა გამოიძახეს 112 ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და ძაღლი გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში.

„გუშინ მანქანა დაეჯახა ქუჩაში მოსიარულე ძაღლს. მძღოლმა მანქანა არ გააჩერა და მიიმალა. მოქალაქეებმა გამოიძახეს 112 ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და ძაღლი გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში. ოპერაციის გასაკეთებლად დღეს მოგვიყანეს კლინიკაში სადაც გაუკეთდა ჩვენი სახსრებით უსასყიდლოდ ინტრამედიალური ოსტეოსინთეზი. ძაღლი სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის ახალ შემკედლებლებთან უკრაინის მოქალაქეებმა შეიკედლეს და ერთმა ქართველმა მოქალაქემ. ძაღლი საკმაოდ დიდ სტრესშია და საჭიროებს კარგ მოვლას. დიდი მადლობა ამ კეთილ ხალხს რომ შეწუხდნენ და გვერდში დაუდგნენ ამ ცუგას“, -წერს მამალაძე.

FB კომენტარები

კომენტარი