გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს

83
SHARE

გურჯაანის ერთ-ერთ საბავშო ბაღში მისულ მასწავლებლებსa და ბავშვებს გველი ღუმელის ქვეშ დახვდათ. მოგვიანებით, ის დარაჯმა მოკლა.
„ორშაბათს, დილით, საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ღუმელის ქვეშ ნახეს ქვეწარმავალი. დაახლოებით, მეტრანახევარი სიგრძის იყო, რომელიც დარაჯმა და მეზობელმა კაცმა მოკლეს. ამ ეტაპზე, ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ჩართულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. უნდა ჩატარდეს გარკვეული სახის სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ იატაკი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ასევე, უნდა დამუშავდეს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამისთვის, ერთჯერადად, ხელშეკრულებას ვაფორმებთ სპეციალურ სამსახურთან”, – განაცხადა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა ფროდიაშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი