გურჯაანის ბაზარში დამლაგებლის მიერ ნაცემ ქალს ოპერაცია დასჭირდა (ვიდეო)

71
SHARE

გურჯაანის აგრარულ ბაზარში ორ დამლაგებელს შორის დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 60 წლის ქალბატონმა 75 წლის ქალი სცემა და იგი მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში მოათავსეს. 75 წლის ქალის მდგომარეობა რთულია, მას ფეხი მოსტხდა და ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის ინფორმაციით, დამლაგებლებს ჩხუბი დახლების დასუფთავების გამო მოუხდათ. ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება.

წყარო:http://gurjaanitv.com

FB კომენტარები

კომენტარი