გურამ ფირცხალავა დღეს 76 წლის გახდებოდა

65
SHARE

ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა დღეს 76 წლის გახდებოდა. მსახიობი 2014 წელს 74 წლის გარდაიცვალა.

ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ქალაქ ფოთში დაიბადა. მან 1966 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, ამავე წელს მან გორის დრამატულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ კი თბილისში კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1972 წელს ცნობილი ქართველი მსახიობი კინოსტუდია “ქართული ფილმის“ მსახიობი გახდა. გურამ ფირცხალავა 71 ქართულ ფილმშია გადაღებული.

FB კომენტარები

კომენტარი