„გულს მირევს ბოტოქსებზე და სილიკონებზე მიძღვნილი გადაცემები… გიკვირთ რა მოხდა „ნიკორაში“

187
SHARE

მსახიობი ია სუხიტაშვილი ფეისბუქის გვერდზე მერსი სულხანიშვილის სკანდალთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“დიდად რომ არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, ეს ჩემმა ფეისბუქ მეგობრებმა კარგად იციან, მაგრამ დღეს უნდა მომიტევოთ და გამონაკლისს ვუშვებ.

შეიძლება მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს სულ ერთი ორი, ჰა და ჰა სატელევიზიო არხი იყო და შესაბამისად, თითზე ჩამოსათვლელი გადაცემები, მაგრამ შემეცნებითი. ხალხი ამას უყურებდა და ვგონებ, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არავის ჰქონია. იყო „ილუზიონი“ და გულმოდგინედ ველოდებოდით შაბათს რა ფილმს შემოგვთავაზებდა პირველი არხი.

მერე გავიდა ხანი და მეტი არხიც გაჩნდა და მეტი გადაცემებიც და მაინც დიდი მცდელობა იყო, რომ გარკვეული ცენზურა დაეცვათ და მოწვეული სტუმრებისთვის გადაცემაში უხერხულ თემებზე არ ესაუბრათ. დღეს კი უამრავი არხია და უამრავი გადაცემა, სადაც ორდღიან ვარსკვლავებს შევცქერით და ყური გვიფეთქდება ისეთ თემებზე მიდის საუბარი, თუმცაღა არის ერთი მომენტი – უკვე ბევრი აღარ გიყურებთ, მობეზრდათ საბედნიეროდ, თუმცა გაღიზიანება თქვენს მიმართ მაინც არსებობს.

დიდი ხანია არც ერთ გადაცემაში აღარ დავდივარ, რადგან არავის არ აინტერესებს ჩემი პროფესიული მიღწევები, ან ჩემი კოლეგების მიღწევები, ან რა ხდება თეატრში, ან კინოში. აინტერესებთ პირადი, რაც მგონია რომ შესაძლოა რაღაც დოზით ამაზეც ილაპარაკო, მაგრამ არა დაუსრულებლად. გულს მირევს ბოტოქსებზე და სილიკონებზე მიძღვნილი გადაცემები და სხვა მრავალი. გამოგონება ახალი სკანდალების და სკანდალისტკების გაპიარება.

მოკლედ, პოემის წერას არ ვაპირებ. გული მწყდება, რომ ანიტა რაჭველიშვილი, ნატო მეტონიძე, ნინო კასრაძე, ნატა მურვანიძე, აკა მორჩილაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და აღარ მინდა გამომრჩეს ის ადამიანები, ვისაც მართლა ვარსკვლავი ჰქვია და ცუდად მხდის იმ ადამიანებზე ვარსკვლავის ძახილი, ვისაც სკანდალების ფონზე ვარსკვლავებს უწოდებთ და ახლა დგახართ და გიკვირთ, ეს რა მოხდა „ნიკორაში“. თუ მათაც ვარსკვლავებს ეძახით, მაშინ მე მართლაც და ნამდვილ საზოგადო მოღვაწეებს კომეტებს დავუძახებ… აი ასეეე”, – წერს ია სუხიტაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი