„გული მეწვება” – რას წერს ნინი ბადურაშვილი ქართული შოუბიზნესის შესახებ

78
SHARE

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ქართული შოუბიზნესის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“რამდენიმე დღის წინ შევხვდი ერთ ძალიან ნიჭიერ ბიჭს, რომელიც ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი, თავის საქმეში რეალიზებული და მოტივირებული იყო… ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს საქმეზე, თუ რა ხდება ჩვენს სფეროში, ის, რომ ხელოვანებს საერთოდ დაკარგული აქვთ იმედი, მონდომება და სურვილი იმისა, რომ რამე ახალი შექმნან, რადგან არსებული რეალობა არ აძლევთ ამის საშუალებას!

ძალიან ხშირად ვხვდები ჩემს კოლეგებს და გული მეწვება, რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანები, ნიჭიერები, თავისი საქმის პროფესიონალები დღეს სხედან სახლში იმედგაცრუებულნი და მხოლოდ იმის იმედად, თუ ოდესმე სახელმწიფოს გაახსენდება და ოდესმე პატარა ყურადღებას მაინც მიაქცევს ჩვენს სფეროს! ძვირფასო ადამიანებო, ვისაც გეხებათ ეს, ძალიან გთხოვთ, ნუ მოკლავთ ნიჭიერ ადამიანებს სულიერად! შეუწყეთ ხელი, განვითარდნენ, გააკეთონ ახალი! ნუ ჩაგვიკლავთ იმედს და გახსოვდეთ, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს და მათ გაფრთხილება სჭირდებათ!” – წერს ბადურაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი