“გუკას და ლელას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება” – ვახტანგ რჩეულიშვილი ახალშობილ შვილიშვილზე, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობაზე…

1003
SHARE

როგორ მიულოცა ნუცა კუხიანიძემ ლელა კილაძეს შვილის შეძენა და ვინ ხვდებოდა ციხეში მისულ ფეხმძიმე ლელას ლანძღვითა და წყევლით.
პატიმრობაში მყოფ გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს, 3 მარტს გოგონა – თრინითი შეეძინათ. რჩეულიშვილისთვის ეს მეორე შვილია, ლელა კილაძისთვის – მეოთხე. გუკა რჩეულიშვილის უფროსი ქალიშვილი – კატო, რომელიც პროდიუსერს მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ჰყავს, ამჟამად ამერიკაში, ნუცას დედასთან ცხოვრობს.

გუკას მამამ ვახტანგ რჩეულიშვილმა ბავშვის დაბადების, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობისა და გუკასა და ნუცას დაშორების დეტალებზე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

– გუკას უფროსმა შვილმა როგორ მიიღო ლელა და როგორ შეხვდა დის შეძენას?
– თავიდან კატომ დიდი ტრავმა მიიღო გუკასა და ნუცას დაშორებით. კატომ კი არა, მეც და მთელმა ოჯახმა, მაგრამ კატომ – განსაკუთრებით. კატომ შექმნა მტრის ხატი ლელასგან – ჩვენს ოჯაში რა უნდა, ბოროტია, დედა ნერვიულობს და ასე შემდეგ. ბავშვია და გასაკვირი არაა. მაგრამ, ნუცამაც ძალიან შეუწყო ხელი, რომ ეს ყველაფერი დალაგებულიყო. უკვე, რაღაც პერიოდის შემდეგ, კატომ თქვა, რომ ჩემი და იბადებაო და აქტიურად შემოტრიალდა. ბავშვის დაბადებამდე ამერიკიდან მომწერა, სახელი მე დამარქმევინეთ ჩემი დისთვის – ლოლა მინდა, დავარქვაო. მე ვუთხარი: არც შენთვის, არც ჩემთვის და არც მაიასთვის არ უკითხავთ, ბავშვს რა დაარქვან, გუკამ გადაწყვიტა და თვითონ არქმევს-მეთქი. ჯერ არ იცნობს ლელას, მაგრამ აუცილებლად შევა კონტაქტში. თავისი და ხომ უნდა გაიცნოს და შესაბამისად, დის დედასთანაც ექნება ურთიერთობა.. ნუცამაც დაურეკა ლელას და მიულოცა.

– როგორი მამამთილი ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლანდელ და ყოფილ რძლებთან?
– საოცარი გოგოა ლელა, ძალიან თბილი. გუკას და მის ურთიერთობას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ახალგაზრდული შეყვ არებულობა აქვთ. მათ სიყვარულსა და რომანტიკას ისიც ამძაფრებს, რომ გუკა შორსაა. თუმცა, ეს სიტუაცია უცხო არ არის და არ აკლია ლელას წინა ქმრისგან. მაგრამ, ცხოვრება ასეთია. ლელასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაიას განსაკუთრებით უყვარს. ძალიან ოჯახური გოგოა. გუკას მიმართ ძალიან ყურადღებიანია. ამხელა მუცლით აკითხავდა და ნახულობდა. იქ კი ხვდებოდნენ “ცენტრ-პოინტის” ე.წ დაზარალებული კლიენტები – წყევლიდნენ, ლანძღავდნენ. მე ლელას და ნუცას ერთნაირად ვუყურებ. კი დაშორდნენ ნუცა და გუკა, მაგრამ ნუცა ხომ ჩემს შვილად დარჩა ისევ. რად უნდა ამას ლაპარაკი, რძალი იგივე შვილია. ლელაც ჩემი შვილია. ერთმანეთთან როგორ იქნებიან, არ ვიცი, შეიძლება, გული მეტკინოს ან პირიქით, სიხარული ვიგრძნო, მაგრამ ჩემთვის ყველა ოჯახის წევრია.
ლელა კიდევ იმიტომ გვიყვარს, რომ შალვა, ლელას მამა, ჩემი ბავშვობის მეგობარია. მათთან, სახლში რომ დავდიოდით, ლელა ბავშვობიდან გვახსოვს. ლელასთანაც და ნუცასთანაც სულ მაქვს ურთიერთობა… მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც. მე ბედნიერი ვარ, რომ ნუცა კატოს დედაა და იმედია, ასევე, ბედნიერი ვიქნები, რომ ლელა ჩემი პატარა შვილიშვილის დედაა.

წყარო:ჟურნალი “თბილისელები”

FB კომენტარები

კომენტარი