გუბერნატორის 2 წლის შვილი მამის გამოსვლის დროს სცენაზე შევიდა ( ვიდეო)

81
SHARE

კალიფორნიის ახალი გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ბრიფინგის დროს, მისმა 2 წლის შვილმა იყოჩაღა – ბიჭუნა სცენაზე გამოვიდა და მამას გამოსვლა შეაწყვეტინა.
ბიჭუნას „შემოჭრის“ დროს მამამისი სწორედ ოჯახების მხარდაჭერასა და ბავშვებისთვის შესაბამისი განათლების მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა. თუმცა, საწოვარათი შეიარაღებულმა მისმა შვილმა მამას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა და საზოგადოების მთელი ყურადღება დაიპყრო. გევინმა შვილი ცოტა ხნით ხელში აიყვანა, შემდეგ კი საინაუგურაციო სიტყვა გააგრძელა.
ბიჭუნას სცენიდან გამოყვანა ჯერ დედამ, შემდეგ კი უფროსმა ძმამ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ცოტა ხანში ონავარი ბავშვი დედის და ძმის ძალისხმევას დაემორჩილა და პუბლიკის აპლოდისმენტების ფონზე სცენას დატოვა.

FB კომენტარები

კომენტარი