გსურს მიაღწიო მიზანს? ყველაფერი თავად გააკეთე! ეს ფენომენი ხსნის, თუ რატომ უნდა გქონდეს საკუთარი თავის იმედი

382
SHARE


რინგელმენის ეფექტი განიხილავს იმ მოსაზრებას, რომ ორი ადამიანი ერთად უფრო ეფექტურია საქმეში, ვიდრე ცალცალკე. მეტიც, ის ამტკიცებს: რაც უფრო მეტი ადამიანი მუშაობს საქმეზე, მით უფრო ნაკელებია თითოეული მათგანის ინდივიდუალური შრომის ნაყოფიერება.
ერთი საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა 1927 წელს, დაგვანახებს როგორ გავხდეთ მეტად პროდუქტიულები და ღირს თუ არა იყო დამოკიდებული ვინმეზე. უბრალო ადამიანებს სთხოვეს აეწიათ სიმძიმე, რის შედეგაც დააფიქსირეს მაქსიმალური მასა იმ სიმძიმის, რისი აწევაც შეეძლოთ. შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეები გაანაწილეს ჯერ ორ, შემდეგ ოთხ და ბოლოს რვა კაციან ჯგუფებად.
ორმა ადამიანმა შესაძლებლობების მხოლოდ 93% აჩვენა. რვა კაციან ჯგუფში კი მხოლოდ 49%-ით დაიხარჯა თითოეული.
კიდევ ერთმა ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელსაც ბაწრის გადაჭიმვა ერქვა, განამტკიცა მოცემული თეორია. რაც უფრო მეტი ადამიანისგან შედგებოდა ჯგუფი, მით უფრო ნაკლები იყო ინდივიდის პოტენციური შედეგი.
შესაძლოა, ეს ფენომენი დაკავშირებულია შემდგეთან, როდესაც ადამიანი მარტოა, იცის რომ ბოლომდე უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. მაშინ, როდესაც ჯგუფში პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება, რაც უფრო მეტი ადამიანია მით უფრო ნაკლებ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გრძნობს თითოეული ადამიანი.
ეს ეფექტი დაამტკიცა ერთერთმა კვლევამ, რომელშიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ ადამიანი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ცუდად გახდა, რაც უფრო მეტი ადამიანია გარშემო, მით უფო ნაკლები შანსი აქვს, რომ მას უშველიან.
სწორედ აქედან იღებს ფესვებს სოციალური პასიურობა. სადაც ყველაფერი დამოკიდებულია ყველაზე და ამავდროულად არანაირად თითოეულზე.
ახსოვდეს რინგელმენის ეფექტის და გამიყენე ის პრაქტიკაში. ორი ან მეტი ადამიანის შრომისნაყოფიერება ერთად აღებული არასოდეს გადააჭარბებს ცალცალკე აღებულ მათ შესაძლებლობებს. ამის ცოდნით შენ შეძლებ უკეთ დაგეგმო პროცესი და გამოიცნო მისი რეზულტატი

FB კომენტარები

კომენტარი