გრემი 2017: შოუ, გამარჯვებულები და საღამოს ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები (ვიდეო/ფოტო)

364
SHARE

წლევანდელი, რიგით 59-ე „გრემი“ ნამდვილად მასშტაბური და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ცერემონია ადელის ჰიტის, „Hellо“-ს შესრულებით გაიხსნა, ბრიტანელი მომღერალი ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორიც გახდა, ყველა ძირითად ნომინაციაში გაიმარჯვა და მთავარი კონკურენტი, ბიონსე უკან ჩამოიტოვა.

მოგვიანებით, ნიკ ჯონასმა კატეგორიაში „პოპ-დუეტის საუკეთესო გამოსვლა“ ჯილდო Twenty One Pilots-ს გადასცა, რომლის წევრებიც სცენაზე შარვლის გარეშე, საცვლების ამარა გავიდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წლების წინ ბიჭებმა პირობა დადეს, იმ შემთხვევაში თუ „გრემის“ აიღებდნენ, სცენაზე სწორედ ასე გავიდოდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი და მოულოდნელი იყო ორსული ბიონსეს გამოჩენა, რომელსაც დარბაზში მეუღლე, ჯეი-ზი და ქალიშვილი გულშემატკივრობდნენ. სცენაზე მან ინდოელი ქალღმერთის ვიზუალი მოირგო, ხოლო როდესაც თავის ოჯახთან დარბაზში გადაინაცვლა, მას უკვე ალისფერი კაბა ეცვა.

“გრემის“ სცენაზე გამოჩნდა კეტი პერიც, რომელმაც სკიპ მარლისთან ერთად თავისი ახალი სიმღერა „Chained to the Rhythm“ შეასრულა.

ყველაზე დიდი მოლოდონის მქონე დუეტი – ლედი გაგა და Metallica გახდა. როკ-ჯგუფმა და ცნობილმა ვარსკვლავმა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სცენაზე ცეცხლი დაანთეს და ჰიტი „Moth The Flame“ შეასრულეს, ლედი გაგამ კი გარისკა და სცენიდან ხალხშიც კი გადახტა.

რიანა, რომელიც წელს რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი, „გრემის“ გარეშე დარჩა.

გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

წლის ჩანაწერი – ადელი, „Hello“

წლის სიმღერა – ადელი, „Hello“

წლის ახალი მომღერალი – Chance the Rapper

წლის ალბომი – ადელი, „25“

საუკეთესო ვოკალური პოპ-შესრულება – ადელი, „Hello“

საუკეთესო ვოკალური პოპ – ალბომი – ადელი, „25“

საუკეთესო როკ-გამოსვლა – დევიდ ბოუი, „Blackstar“

საუკეთესო როკ-ალბომი – Cage The Elephant, „Tell Me I’m Pretty“

საუკეთესო ალტერნატიული ალბომი – დევიდ ბოუი, „Blackstar“

საუკეთესო არ ენ ბი – გამოსვლა – სოლანჟ ნოულზი, „Cranes In The Sky“

საუკეთესო არ ენ ბი – სიმღერა – Maxwell, „Lake By The Ocean“

საუკეთესო ურბან-ალბომი – ბიონსე, „Lemonade“

საუკეთესო არ ენ ბი – ალბომი – ლალა ჰეთევეი, „Lalah Hathaway Live“

საუკეთესო რეგი-ალბომი – ზიგი მარლი, „Ziggy Marley“

საუკეთესო ელექტრონული ალბომი – Flume, Skin „“

საუკეთესო რეპ-გამოსვლა – დრეიკი, „Hotline Bling“

საუკეთესო რეპ-სიმღერა – დრეიკი, „Hotline Bling“

საუკეთესო რეპ-ალბომი – Chance The Rapper, „Coloring Book“

საუკეთესო მუსიკალური ვიდეო – ბიონსე, „Formation“

საუკეთესო მუსიკალური ფილმი – „The Beatles: Eight Days A Week The Touring Years, The Beatles“

საუკეთესო ქანთრი-მომღერალი – მარენ მორისი

საუკეთესო ქანთრი-გამოსვლა – მარენ მორისი, „My Church“

საუკეთესო ქანთრი-ალბომი – Sturgill Simpson, „Sailor’s Guide to Earth“

საუკეთესო საცეკვაო სიმღერა – The Chainsmokers ft. Daya, „Don’t Let Me Down“

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის – „Can’t Stop The Feeling“, ჯასტინ ტიმბერლეიკი

წყარ:http://fortuna.ge

FB კომენტარები

კომენტარი