გორში 19 წლის გოგო გარდაიცვალა – “ვაი, რომ სიტყვებიც არ არსებობს რომ შენი დედა ვანუგეშოთ”

453
SHARE

გორში, 19 წლის ნაილი მელაძე გარდაიცვალა. გოგონას სამი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგონას ექიმებმა მწვავე პორფირიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გენეტიკური დაავადებაა.
გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას “დედების ფონდი”, ასევე მისი ახლობლები ავრცელებენ.
“ცხოვრება რომ უსამართლოა ამაში ბევრჯერ დავრწმუნდით…19 წლის გოგომ სიცოცხლე დაასრულა…
დაასრულა 3-თვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ… ბევრი ვეცადეთ ნაილისთვის გვეშველა, ფინანსებიც მივახმარეთ, მაგრამ უძლურნი აღმოვჩნდით განგების წინაშე…მშვიდად განისვენე ნაილი… ვაი, რომ სიტყვებიც არ არსებობს რომ შენი დედა ვანუგეშოთ…”,- წერს “დედების ფონდი” “ფეისბუქის” გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი