გორში ქალი პოლიციელების გინებისთვის იზოლატორში ჩასვეს

93
SHARE

გორში შს სამმართველოს თანამშრომლებმა ქალი მათი მისამართით გამოყენებული უწმაწური სიტყვებისა და პოლიციის დაუმარჩილებლობისთვის დააკავეს. შემთხვევა 27 იანვარს მოხდა.  სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალბატონმა მათ დანახვაზე უწმაწური სიტყვების გამოყენება დაიწყო და არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას.

როგორც “კვირა+”-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ქალბატონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 1000-ლარიდან 4000-ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15-დღემდე ვადით. ქალბატონს სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

FB კომენტარები

კომენტარი