გორში მეზობლებს შორის ჩხუბი ღორის მწვადებზე არდაპატიჟების გამო მოხდა-ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

3170
SHARE

გორის რაიონის სოფელ ბნავისში ორი მეზობელი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, რომელიც ცხვირის გატეხვით დასრულდა, ღორის მწვადებმა გამოიწვია. ერთ-ერთმა მეზობელმა სახლში გაზრდილი ღორი დაკლა, მეორე მეზობელი კი არდაპატიჟების გამო განაწყენდა, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. სიტყვიერი შეურაცხყოფა მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც „კვირა +“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

FB კომენტარები

კომენტარი