გოგრის სუფლე

123
SHARE

ინგრედიენტები: 400 გრ. გოგრა; 1 ცალი ფორთოხალი; 1 ცალი კვერცხი; 1 ცალი ჯანჯაფილი; 150 მლ. რძე; 1 ჩ/კ თაფლი; 2 მარცვალი მიხაკი; ზღვის მარილი (მწიკვი).

მომზადების წესი:ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. გოგრა გავთალოთ, პატარა კუბებად დავჭრათ, დავასხათ წყალი და 15-20 წუთი ვხარშოთ. კვერცხის გული ცილისგან გავაცალკევოთ. დავნაყოთ მიხაკი, ფორთოხლის ცედრა წვრილად გავხეხოთ, რბილობისგან კი წვენი გამოვწუროთ. წვრილ სახეხზე გავხეხოთ ჯანჯაფილიც. მოხარშული გოგრა, კვერცხის გული, ფორთოხლის წვენი, ცედრა, თაფლი, რძე, გახეხილი ჯანჯაფილი და მიხაკი დავაბლენდეროთ. კვერცხის ცილას მწიკვი მარილი მოვაყაროთ, ავთქვიფოთ და გოგრის მასას შევურიოთ. მზა სუფლე ფორმებში გადავანაწილოთ და ღუმელში 20-25 წუთით შევდგათ.

FB კომენტარები

კომენტარი