“გოგონა, რომლის მამაც მისი გაუპატიურებისთვის დააკავეს ბიჭთან გაიპარა” – რას ყვებიან ოჯახის ახლობლები

969
SHARE

მამაკაცს, რომელიც 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დააკავეს, ოჯახის ახლობლები მზრუნველ მამად ახასიათებენ. როგორც მათ აღნიშნეს, მშობლებმა ოჯახის შექმნის მიზნით გაპარული გოგონა და მისი მეგობარი ბიჭი პოლიციის დახმარებით სახლში დააბრუნეს.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბრალდება ამ ფაქტსაც უკავშირდებოდეს.
“გავიგეთ, რომ მარი იმ ბიჭს გაჰყოლია. იქ უთქვამს ამას, რომ მამა არ მეპყრობოდა კარგადო. მშობლებს, ალბათ, ულტიმატუმი წაუყენა, რომ არ დამაბრუნოთო, თორემ თქვენზე ასეთ რამეს ვიტყვითო. მაგრამ ამათმა დაწერეს განცხადება და ჩამოიყვანეს გოგოც და ბიჭიც. ალბათ, ამის მერე მოხდა ეგეც”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მათივე ვარაუდით, გოგონას მამამისზე მისმა მეგობარმა ბიჭმა დააწერინა აღნიშნული ბრალდება.
“წესიერი მამა იყო, დედაც ასეთივე. ალბათ, იმ ბიჭმა დააწერინა ეგეც, ეტყობა, ზეწოლა მოახდინა იმ ბიჭმა. ზედმეტი არაფერი მომხდარა. მკაცრი მამა იყო, ყოველთვის აკონტროლებდა”, – აღნიშნა ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FB კომენტარები

კომენტარი