„გოგონამ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ყვავილები იყო“ – ემოციური ამბავი 11 წლის ბიჭზე

187
SHARE

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 11 წლის ბიჭის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ ამბავზე წერს.
“11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს. მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.
ღამე იყო, ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთან ერთად ვიჯექი.
დავინახე, ერთ-ერთ გოგონასთან მივიდა და ფული სთხოვა. გოგონამ ჩანთა გახსნა და ასლარიანი გადასცა.
სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა და უცებ გამოართვა. თითქოს, იფიქრა, რომ ის ფულს უკან წაიღებდა და უცნობს ათასი მადლობა გადაუხადა.
გოგონა გაიბადრა, ჩანთიდან ამოღებული საფულე კიდევ ერთხელ გახსნა და სანდროს ისევ ასლარიანი გაუწოდა.
ბიჭმა ამჯერად იუარა, მაგრამ კიდევ ერთი თხოვნის შემდეგ ფული გამოართვა და გავარდა.
ყველამ გაიცინა.
გავიდა რამდენიმე წუთი და სანდრომ მას საჩუქრად დიდი ვარდები მოუტანა.
გოგონამ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ყვავილები იყო” , – წერს გოგა ჩანადირი.

Comments

comments