გოგომ მოღალატე შეყვარებულზე შური საქვეყნოდ იძია ( ვიდეო)

463
SHARE

ახალგაზრდა გოგომ შეყვარებული ღალატში გამოიჭირა და შური ისე იძია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო.
აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრებმა ტიანა პერეამ შეიტყო, რომ მისი ბოიფრენდი ეროტიულ მესიჯებს სხვა გოგოს უგზავნიდა. ტიანამ გადაწყვიტა სკანდალი მაშინვე არ აეტეხა, რადგან, ალბათ, ეთანხმებოდა გამოთქმას, რომ შურისძიება ეს არის კერძი, რომელსაც გაციებულს სთავაზობენ. ამას გარდა, მას თავისი ტრიუმფის აღბეჭდვა კამერებზე სურდა.
გოგონა თავის დაბადების დღეს დაელოდა, სტუმრები შეკრიბა და შურისძიების გეგმა სისრულეში მოიყვანა. თავიდან ასეთ სისასტიკეს არაფერი მოასწავებდა. დამსწრეები ბოკალებს ავსებდნენ, მხიარულობდნენ და ტიანამ ყველას მადლობა გადაუხადა, რათა მის დაბადების დღის წვეულებაზე მივიდნენ. შემდეგ კი თავის ბოიფრენდზე გადაერთო. სანტოსი მის გვერდით იდგა, იღიმოდა და არაფერს ეჭვობდა.
„მინდა სანტოსს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მიმახვედრა, რომ მე უკეთესს ვიმსახურებ. აქ მყოფმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ის სხვა ქალთან ინტიმური ურთიერთობის გაბმას ცდილობდა“, -თქვა ტიანამ.
მან იმის შესახებაც მოყვა, რომ მისი სექსუალური შინაარსის შეტყობინებების „სქრინები“ ოთახში მყოფმა ყველა მისმა მეგობარმა უკვე ნახა. აღმოჩნდა, რომ სანტოსი შემთხვევით ამ მესიჯებს მასაც უგზავნიდა. იმ მომენტში, როდესაც სანტოსი მიხვდა, რომ მისი საქციელი გამოაშკარავდა, ტიანას ძმამ მისი ჩანთა შემოიტანა, რომელშიც მისი ნივთები იდო.
გოგონამ კი მათი დაშორების შესახებ გამოაცხადა და სანტოსს კარისკენ მიუთითა.
„თუკი ჯერ კიდევ ვერ გაიგე, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულია, გეუბნები, რომ აქედან უნდა წაეთრიო.“
სანტოსი იმდენად იყო შოკირებული, რომ ხმაც არ ამოუღია, ისე აიღო თავისი ჩანთა და გარეთ გავიდა. ამის მერე კი დაბადების დღეზე ნამდვილი მხიარულება დაიწყო.
მოგვიანებით ვიდეო ტიანა პერესმა „ტვიტერში“ განათავსა და ის ვირუსული გახდა. ვიდეოს 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

FB კომენტარები

კომენტარი