გოგლიმოგლი ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს

165
SHARE

საკვებ რაციონში ამ ნუგბარის რეგულარული ჩართვა ამცირებს ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა აღმოცენების რისკს, ამაგრებს თმას , კბილებსა და ძვლოვან სისტემას. კვერცხის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თვალების ჯანმრთელობასა და მხედველობის სიმახვილეზე. გოგლიმოგლი უკუნაჩვენებია კვერცხის გულზე ალერგიის მქონე პირებისათვის.
ორგანიზმის ნორმალური განვითარებისა და აქტიური ცხოველმყოფელობისთვის სპეციალისტები ყოველდღიურად 1-2 ცალი კვერცხის გულის მიღებას გვირჩევენ. კვერცხის გული შეიცავს 12 ვიტამინს, რომლებიც ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ზოგიერთი მათგანის შემცველობა სადღეღამისო ნორმასაც კი უტოლდება. ყველაზე მეტია E, D, B9, B1, B2, B12, A, F, K ვიტამინები. კვერცხის გულში 50-ზე მეტი მიკროელემენტია. ყველაზე მეტია ფოსფორი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, გოგირდი და ქლორი. გარდა ამისა, უხვადაა პროტეინები, ლიპიდები, კაროტინოიდები, ლეციტინი და ქოლესტერინი.
კვერცხის გულის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ადამიანის ორგანიზმი მასში შემავალ მაღალი კვებითი ღირებულების ნივთიერებებს 95%-ით ითვისებს.
კვერცხის გულში შემავალი ლეციტინი სკლეროზის პროფილაქტიკის უნიკალური საშუალებაა, ვინაიდან კვებავს ნერვულ ქსოვილსა და ტვინს. გარდა ამისა, ის აწესრიგებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციობას. კაროტინოიდები ზრდის მხედველობის სიმახვილეს და საუკეთესოა ასაკოვანთა კატარაქტის პროფილაქტიკისთვის.
სხვა პროდუქტებში შემავალი ქოლესტერინისგან განსხვავებით, კვერცხის გულის ქოლესტერინი არ მიეკუთვნება ნაჯერ ცხიმებს, ამიტომ ადვილად იშლება. კვერცხის გულში უხვადაა ფოსფოლიპიდები, რომლებიც ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ ქოლესტერინს. ქოლეინი ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების, კერძოდ, ძუძუს კიბოს განვითარებას.

კვერცხის გულში შემავალი ნივთიერებები:

• ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას;
• იმუნური სისტემის კარგი მასტიმულირებელი საშუალებაა;
• ამაგრებს ძვლებსა და სახსრებს;
• ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ნაღვლის დენას;
• აუმჯობესებს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას;
• უზრუნველყოფს ნაყოფის სიჯანსაღეს, აფერხებს ჩანასახის პათოლოგიების განვითარებასა და თანდაყოლილი მანკების ჩამოყალიბებას.

წყარო: mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი