გოგი წულაიამ ქუთაისის მერს სახელოვანი მოგზაურის სახელობის ვარსკვლავი გაუხსნა (ვიდეო)

64
SHARE

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას მერიის წინ სახელოვანი მოგზაური “გიორგი სენკევიჩის” სახელობის ვარსკვლავი გაუხსნა.
წულაიამ ქალაქის მერიის წინ შამპანური მიიტანა და ამ ფორმით მერიის მიერ მივლინებებში ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა გააპროტესტა

“ქუთაისი მიგრაციის კუთხით პირველია საქართველოში, მესამე ადგილზეა გამონაბოლქვისგან სიკვდილიანობით, გზები გადათხრილია, ხალხს ეკონომიურად უჭირს და ამ დროს ქალაქის მერი გამუდმებით მოგზაურობს. უტიფრობაა და მეტი არაფერი”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

 

FB კომენტარები

კომენტარი