გოგა ჩანადირმა ახალი კამპანია დაიწყო: ჩვენ გვიყვარს წიგნები

100
SHARE

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო. ამჟამად, გოგას ინიციატივა ადამიანების მიერ დავიწყებულ წიგნის კითხვას ეხება.

როგორც ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, წიგნის მკითხველთა რაოდენობა შემცირდა და თავის მეგობრებს მოუწოდებს, დაიწყონ წიგნის კითხვა, შესაბამისი ფოტო კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ. “კვირა” გოგა ჩანადირის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“სტატისტიკა გვეუბნება და ხალხის დიდი ნაწილიც ამას ფიქრობს, რომ თურმე, საქართველოში წიგნის წასაკითხად ვეღარ იცლიან და მკითხველები აღარ ვართ.

უფრო მეტიც, ნაწილი ფიქრობს, რომ რაც ცუდი გვჭირს, იმიტომ, რომ წიგნებს დავშორდით.

ვინც ასე არ ფიქრობთ, ვისაც წიგნი და კითხვა გიყვართ, ვისაც წიგნის პოპულარიზება გინდათ, გიწვევთ აქციაში – “ჩვენ გვიყვარს წიგნები”. აქციის პირობა ასეთია – დღეიდან (17.08.2015) ავიღოთ ნებისმიერი შინაარსის წიგნი და წავიკითხოთ. კითხვის დროს გადავიღოთ ფოტო და ფბზე გამოვაქვეყნოთ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოვიწვიოთ არანაკლებ 5 ადამიანი.

კიდევ 1 პირობა: როდესაც ფბზე ფოტოს დავდებთ, ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვათ, რას ეხება წიგნი, ან რომელი გმირი მოგვეწონა (თუ მხატვრული წავიკითხეთ).

სასურველია, ეს იყოს ახალი წიგნები, რადგან ძველი წიგნების უმრავლესობას დიდი ნაწილი იცნობს.

უმრავლესობა ზღვაზეა, დასასვენებლად არის, ან ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს და წიგნის წასაკითხად დიდი დრო რჩება. ასე რომ, ეს საკიხავად კარგი დროა”, – წერს გოგა ჩანადირი. აქციაში მონაწილეობის მისაღებად გოგა ჩანადირმა უკვე გამოიწვია თავისი მეგობრები.

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო.
ამჟამად, გოგას ინიციატივა ადამიანების მიერ დავიწყებულ წიგნის კითხვას ეხება.
როგორც ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, წიგნის მკითხველთა რაოდენობა შემცირდა და თავის მეგობრებს მოუწოდებს, დაიწყონ წიგნის კითხვა, შესაბამისი ფოტო კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ.
“კვირა” გოგა ჩანადირის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“სტატისტიკა გვეუბნება და ხალხის დიდი ნაწილიც ამას ფიქრობს, რომ თურმე, საქართველოში წიგნის წასაკითხად ვეღარ იცლიან და მკითხველები აღარ ვართ.
უფრო მეტიც, ნაწილი ფიქრობს, რომ რაც ცუდი გვჭირს, იმიტომ, რომ წიგნებს დავშორდით.
ვინც ასე არ ფიქრობთ, ვისაც წიგნი და კითხვა გიყვართ, ვისაც წიგნის პოპულარიზება გინდათ, გიწვევთ აქციაში – “ჩვენ გვიყვარს წიგნები”.
აქციის პირობა ასეთია – დღეიდან (17.08.2015) ავიღოთ ნებისმიერი შინაარსის წიგნი და წავიკითხოთ. კითხვის დროს გადავიღოთ ფოტო და ფბზე გამოვაქვეყნოთ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოვიწვიოთ არანაკლებ 5 ადამიანი.
კიდევ 1 პირობა: როდესაც ფბზე ფოტოს დავდებთ, ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვათ, რას ეხება წიგნი, ან რომელი გმირი მოგვეწონა (თუ მხატვრული წავიკითხეთ).
სასურველია, ეს იყოს ახალი წიგნები, რადგან ძველი წიგნების უმრავლესობას დიდი ნაწილი იცნობს.
უმრავლესობა ზღვაზეა, დასასვენებლად არის, ან ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს და წიგნის წასაკითხად დიდი დრო რჩება. ასე რომ, ეს საკიხავად კარგი დროა”, – წერს გოგა ჩანადირი.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად გოგა ჩანადირმა უკვე გამოიწვია თავისი მეგობრები.

FB კომენტარები

კომენტარი