გოგა ჩანადირი: ტრანსგენდერს, რომელიც მძიმედ დაჭრეს, ოჯახის წევრები შინ არ უშვებდნენ

888
SHARE

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ვუყურებ ოჯახებს და ვხედავ, როგორი მოძულებული ჰყავთ შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე შვილს აჩენს, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელიც ფეხმძიმედაა და აბორტის გაკეთებას აიძულებენ და ასე შემდეგ. ოჯახი თავად ხდება მოძალადე, მსხვერპლი კი ოჯახის წევრი. ახლა გავიგე, რომ ტრანსგენდერს, რომელიც ცოტა ხნის წინათ მძიმედ დაჭრეს, ოჯახის წევრები შინ არ უშვებდნენ. ახლახან გავიგე, რომ კახეთში შვილს მუცელი მოაშლევინეს, რადგან ქმარი არ ჰყავდა. სამეგრელოში ცოლი სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი არ იყო დარწმუნებული მის ქალიშვილობაში. იმერეთშიც, ქართლშიც, სვანეთშიც და ყველგან იგივე ხდება. არ ვიცი, რა ხდება. ოჯახები საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში ექცევიან, რომელიც მსგავს რამეებს კრძალავს. და ვინ დაადგინა, რომ ეს აზრია ჭეშმარიტი ან ამ საზოგადოების წევრია უცოდველი? ვინ განსაზღვრა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე აბორტი? ვინ განსაზღვრა, რომ მოძალადე უფრო უცოდველია, ვიდრე გარემოებათა მსხვერპლი? შეუშვით თქვენი შვილები სახლში და უარი თქვით აბორტებზე! მოექეცით ადამიანებს ადამიანურად და არა ისე, როგორც თქვენ არ გინდათ, მოგექცნენ“,-წერს ფოტოგრაფი.

ციდვაა, ვიდრე აბორტი? ვინ განსაზღვრა, რომ მოძალადე უფრო უცოდველია, ვიდრე გარემოებათა მსხვერპლი? შეუშვით თქვენი შვილები სახლში და უარი თქვით აბორტებზე! მოექეცით ადამიანებს ადამიანურად და არა ისე, როგორც თქვენ არ გინდათ, მოგექცნენ“,-წერს ფოტოგრაფი.

FB კომენტარები

კომენტარი