გოგა ჩანადირი: მაია ასათიანი ყოველი ხელფასიდან ჩუმად რიცხავდა ფულს ქველმოქმედებისთვის

872
SHARE

 ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფონდის შესახებ წერს, რომელიც 16 წლის ბერად აღკვეცილი ანდრიას სახელობისაა, ის სიმსივნით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, შეიქმნა ფონდი, რომელსაც “ანდრიას ფონდი” ეწოდება.
როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ერთ-ერთი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია.
“მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა. 16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით. მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია. დედა თინათინმა, თანამოაზრეებთან ერთად, ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადად, რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ.
ფონდმა ბევრი ბავშვი სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან, ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა. ​და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია.
ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს. ასეთია სპარტაკ ცუცქირიძეც, ვისზეც ადრე ვწერდი. ბერი ანდრია სიცოცხლეს აგრძელებს. ის ჩვენგან ელის მაიასა და სპარტაკის მსგავს ადამიანებს, რათა ბევრი ბავშვი გადარჩეს.

FB კომენტარები

კომენტარი