გოგა ჩანადირი: დიდსულოვნებისა და გამბედაობის ნიმუშიც კია სამებაში მოღვაწე მამის – იონას გადაწყვეტილება

73
SHARE

ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ძვირადღირებულ მანქანასთან დაკავშირებით მამა იონას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ჩემთვის დიდსულოვნებისა და გამბედაობის ნიმუშიც კია სამებაში მოღვაწე მამის – იონას გადაწყვეტილება, გაეყიდა ნაჩუქარი ძვირადღირებული მანქანა, 19 წლის დაბალფასიან მანქანაზე დამჯდარიყო და სხვაობით გაჭირვებულებს დახმარებოდა.
ნაწილმა სიკეთის აფიშირებად მონათლა და დაიწუნა.
ჯერ ერთი, მამა იონა თავს არ იწონებს და არ გვუბნება, ნახეთ, რა ვქენი. მეორეც, რომც იყოს აფიშირება, განა თქვენვე არ მოუწოდებთ ძვირადღირებულზე თქვან უარი? და მერე, რა, იყოს აფიშირება. განა სიკეთეს სწავლა და მაგალითები არ სჭირდება? და ვინ უნდა გვასწავლოს ეს და მაგალითი მოგვცეს, თუ არა ღვთისმსახურმა?
გულწრფელად ვუხდი მადლობას მამა იონას.
მისი ეს საქციელი სულაც არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი ამბავია“,- წერს გოგა ჩანადირი.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძრის ერთ–ერთმა მოძღვარმა მამა იონა ნინევიელმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, ვიდეოდან ირკვევა, რომ ის ნაჩუქარი ჯიპის – „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის გაყიდვას აპირებს, აღნიშნულ თანხას კი, ეკლესიის მშენებლობასა და ხელმოკლედ მცხოვრებ ადამიანებს მოახმარს.

FB კომენტარები

კომენტარი