გოგა ჩანადირი: გული დამეწვა…

363
SHARE

ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი  NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩის ხმების შუალედურ შედეგებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
„გული დამეწვა, ისეთი ცუდი კომენტარები დაწერეს ამერიკელებმა იმის გამო, რომ შუალედური მონაცემებით, ესა-ს ყველა ვარსკვლავის კანდიდატებიდან ზაზამ 440 ათასი ხმა მოაგროვა და წინ გაიჭრა.
პირდაპირ ამბობენ, ზაზას ფეხი მაინც არ უნდა იყოს “ყველა ვარსკვლავშიო”.

ვითომ, რატომ? დიახ, ზაზამ უნდა ითამაშოს ამ პრესტიჟულ შეხვედრაში.
თუმცა, ქომაგთა მხარდაჭერით ზაზამ ბევრი ხმა რომ მიიღოს, საკმარისი მაინც არ იქნება. იმისათვის, რომ კალათბურთელმა ითამაშოს, ახალი წესებით, რომელიც ზაზასთვის შარშან მიცემული ბევრი ხმის გამო წელს შეიცვალა, ქომაგთა გარდა გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა და ესა-ს კალათბურთელებმა უნდა მიიღონ, ანუ – ხმების 50% ქომაგებს ეკუთვნით, 25-25% კი მედიასა და კალათბურთელებს.
აქ მივადექი მთავარ სათქმელს:
მე მოვუწოდებ ქართველ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით კი სპორტის თემაზე მომუშავეებს, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილ და მოქმედ კალათბურთელებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც ესა-ს დრაფტზე იყვნენ არჩეულები (ვოვა სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია), რომ ამერიკელ კოლეგებს ზაზას მხარდასაჭერად საჯაროდ მიმართონ.
ასევე, ძალიან კარგი იქნება, ხსენებული პირები სოცქსელებში (ფბ, თვითერი, ინსტაგრამი) ზაზას მხარდასაჭერ მოწოდებებსაც თუ გამოაქვეყნებენ.
ეს არ არის სათაკილო და უხერხული.
პირიქით, უკვე პრინციპის საკითხია, რომ ქართველმა “ყველა ვარსკვლავში” ითამაშოს.
ძალა ერთობაშია.
იქნებ, მიმართვის ტექსტი გაკეთდეს“, – წერს გოგა ჩანადირი.

FB კომენტარები

კომენტარი