გოგა ჩანადირი: ასეთი სიბინძურე უღირსობა, სირცხვილი და უკულტურობაა

240
SHARE

ცნობილი ფოტოგრაფი, გოჩა ჩანადირი განსაკუთრებით გამოირჩევა გარემოზე ზრუნვით. ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც კომპანიებს ავტოგასამართი სადგურების სიბინძურეზე მიუთითებს და ამბობს, რომ ეს ყოველივე უღირსობა, სირცხვილი და უკულტურობაა. “უღირსობა, სირცხვილი და უკულტურობაა! არ მეგულება ისეთი მდიდარი კომპანიები, როგორიც ავტოგასამართი სადგურებია, მაგრამ არ მეგულება ისეთი გულისამრევი საპირფარეშოები, როგორიც ავტოგასამართ სადგურებს აქვთ. კომპანიების ხელმძღვანელებო, რადგან თქვენსავე საპირფარეშოებში არ დადიხართ, თითოეულის ადგილს გეტყვით, სად რა მარგალიტი გაქვთ. რა გახდა მათი მოვლა? რა გახდა საპნის ან ქაღალდის დადება, ან მათი დალაგება – მოწესრიგება? ბევრად უკეთესი მდგომარეობა “სოკარის” სადგურებს აქვს. ამიტომ, მოქალაქეებო, თუ საკუთარ თავს ოდნავ მაინც პატივს სცემთ, მის სადგურებს მიაკითხეთ. თქვენ, კომპანიებო და მათო მეპატრონეებო, დიდი მადლობა პატივისცემისთვის. დიდი მადლობა, სახელმწიფოვ, რომ ასე ზრუნავ იმიჯზე. უღირსობა, სირცხვილი და უკულტურობაა!” – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი