გიყვართ სუში? – შემოიხედე foodpanda.ge-ზე!

83
SHARE

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ იაპონური სამზარეულო? განსაკუთრებით კი სუში? შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე – ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით….
“ფუდპანდა” სუშის ნაირსახეობას გთავაზობთ. სუში ფილადელფია სპაისი, როლი სპაის საკე, საშიმი მაგურო,სუში მოსუ საკე, სუში ტაკო, სუში უნაგი, სუში ჰოტატე, სუში აბოკადო, სუში ტომაგო ომლეტით, სუში ჰოტატე სპაისი, სუში ები სპაისი, სუში ტობიკო სპაისი, საშიმი მაგურო, როლი “სპაისი სიაკე”, ტორი ტერიაკი, ბუტანიკუ უდონი, ბუტანიკუ სობა, ტორი იასაი გოხანი და სხვა.
იაპონური სამზარეულო არის სამზარეულო დღეგრძელი ადამიანებისთვის. მთელ მსოფლიოში იაპონური სამზარეულო აღიარებულია ჯანმრთელი კვების ეტალონად. გეოგრაფია – რამაც გამოიწვია იაპონიის მრავალწლიანი გამოყოფა მსოფლიოსგან – არის იაპონური სამზარეულოს თავისებურობის მიზეზი. ორიგინალურობა მჟღავნდება არამარტო ინგრედიენტების სხვაობაში, არამედ მომზადების ხერხებსა და მოწოდებაში. იაპონელებს აქვთ გამოთქმა:”საჭმელი არის როგორც ადამიანი, საზოგადოებაში შიშველი ვერ გამოჩნდება.” მსოფლიოს არც ერთ სამზარეულოში არ აქცევენ გაფორმებას და მიტანას იმხელა ყურადღებას, რამხელასაც იაპონიაში. სუფრის ტრადიციული ჭურჭელი, მრავალფეროვანია ზომით, ფორმით და მატერიალით და არის სილამაზისა და მინიმალიზმის კომბინაცია. იგივე შეიძლება ითქვას საკვების განლაგებაზე, მაგალითად, საშიმი და სუში, მისი გაფორმება – ყვავილებით, ბალახით, ფოთლებით. ყოველი თეფში ნატურმორტია!
დააგემოვნეთ იაპონური სამზარეულო. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი იაპონური კერძი ცნობილ რესტორნებში: კიოტო, იაკუძა, საკურა, ექსპრეს სუში, სუში რუმი,სუში ბარი ტოკიო, სუში n1 და სხვა შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა” არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის რამდენიმე იაპონური რესტორანი. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე . გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული კერძის “მაკი” სუშის რეცეპტს:
შემადგენლობა: ბრინჯი – 250 გრ, მარილი ზღვის – 1/2 ჩ/კ, კიტრი – 100 გრ, კრევეტები – 100 გრ, ძმარი – 70 მლ, შაქარი – 30 გრ, ორაგული – 100 გრ,მწვანე წყლის მცენარეები – 5 გრ მომზადების წესი: იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც წლების მანძილზე სწავლობენ. სუშის სახეობა მრავალფეროვანია. ყველაზე პოპულარულია მაკი სუში. იაპონიაში სუშის ამ სახეობას აკეთებნ ქალები, დანარჩენებს აკეთებენ მამაკაცები. ამ სუშის გულსართი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ზღვის პროდუქტები, მანგო, გოგრა, სპარჟა. პირველ რიგში ბრინჯი კარგად უნდა გავრეცხოთ, ისე რომ წყალი აღარ იყოს მღვრიე.ამის მერე ჩავალბოთ წყალში 2 საათით. ბრინჯი უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ იქნება მზად. (დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში) წყალი უნდა შეიწოვოს ბრინჯმა. ცხელ ბრინჯში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ბრინჯის ძმარი. გულსართისთვის ავიღოთ ორაგული და დავჭრათ გძელ ნაჭრებად. კიტრიც დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კრევეტები გავასუფთავოთ. ბამბუკის დასაფენზე დავდოთ ნორის ფურცელი (ნორი არის მწვანე სიფრიფანა ზღვის მცენარე, რაშიც სუშია გახვეული და 40%-ს შეიცავს იოდს) ზემოდან დავადოთ ბრინჯი 3-5 მმ სისქით. მერე დავადოთ გულსართი რიგრიგობით. მაგალითად: კიტრი ორაგულთან ერთად.დავახვიოთ რულონის სახით ბამბუკის დასაფენის მეშვეობით.როცა კარგად შეწებდება დავჭრათ ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!

(R)

FB კომენტარები

კომენტარი