“გირჩმა” პარლამენტარებს ყურსასმენები გაუგზავნა

24
SHARE

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” რამდენიმე პარლამენტარს ყურსასმენები გაუგზავნა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურსასმენების გაგზავნის იდეა “გირჩის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს ეკუთვნის. ჯაფარიძის განმარტებით, მაჟორიტარები საკუთარ ოლქებში გაჭირვებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ეხმარებიან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰერმან საბომ, დაეხმაროს პარლამენტს, რომლის უკანა რიგებში მსხდომ დეპუტატებს ხმა კარგად არ ესმით. რამდენიმე დეპუტატმა, 20 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა – ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის პარლამენტმა ყურსასმენები უნდა უზრუნველყოს.

FB კომენტარები

კომენტარი