“გირჩი” ზურა ჯაფარიძის ძველ პირადობის მოწმობას ყიდის

59
SHARE

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” ოფისს კიდევ ერთხელ იცვლის და ახალ მისამართზე გადასვლამდე აუქციონს მართავს. გაერთიანებამ სოციალურ ქსელში “ივენთი” შექმნა და გასაყიდი ნივთების სია გამოაქვეყნა. გასაყიდ ნივთებში “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის ზურა ჯაფარიძის ძველ პირადობის მოწმობასთან ერთად არის მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც ათასობით ადამიანი იკურთხა მღვდელმსახურად და მასხარას ჩაჩი, რომელსაც საკუთარი ნებით იხურავდა თავზე ყველაზე უგვანო ხუმრობის ავტორი.
აუქციონი კვირას, 10 თებერვალს “გირჩის” ამჟამინდელ ოფისში გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი