გიორგი სიგუა: “კაზანტიპი მონაგონი იქნება ისეთი მასშტაბის ამბები იქნება წელს ანაკლიაში”

65
SHARE

ცოტა ხნის წინ, ხმა გავარდა ანაკლიაში წელსაც დიდი ამბები იქნებაო. ბევრი საუბრობს ისევ კაზანტიპი ტარდებაო, ბევრიც ამბობს სხვა ფესტივალს აკეთებენო. ამ ყველაფერში კვლავ ჩართულია ბატონი გიორგი სიგუა. მის ფეისბუქზეც გაიჟღერა მსგავსი ტიპის ინფორმაციამ და გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით პირადად მას და გაგვერკვია კაზანტიპი ტარდება წელს, რომელიმე სხვა ფესტივალი თუ საერთოდ არაფერი.

ბატონმა გიორგიმ News.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ წელს ანაკლიაში გრანდიოზული ფესტივალი მართლაც გველის და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.

“კაზანტიპი მონაგონი იქნება ისეთი მასშტაბის ამბები იქნება წელს ანაკლიაში.” – ამბობს სიგუა.

საზოგადოებისთვის ფესტივალის ჩატარების დრო, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები უკვე ძალიან მალე გახდება ცნობილი.

FB კომენტარები

კომენტარი