გიორგი სანაიას დაბადების დღეს შვილმა წერილი მიუძღვნა – ჟურნალისტი დღეს 41 წლის გახდებოდა

142
SHARE

2001 წლის ივლისში მოკლული ჟურნალისტი გიორგი სანაია დღეს 41 წლის გახდებოდა. „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტის მკვლელობის რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის e5f0de6cde298b4d6025fa4dfbefae52მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი.
გიორგი სანაია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად ითვლება.
ტელეწამყვანის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სანაიას ვაჟი, სანდრო მამაზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მოგონებას იხსენებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ჩემი დაბადების დღეა, დღეს, 24 თებერვალს, 41 წლის გახდებოდა. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისია პირადად ჩემთვის. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მხოლოდ ერთადერთი მოგონება ცოცხლობს ჩემს მეხსიერებაში და მუდმივად ეს მაქვს გასახსენებლად:
დილა იყო, ჩვენს იმდროინდელ, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, ტელევიზორი ახალი შეძენილი გვქონდა. მე, d64e15fa35fe9a448dd11477f0ae9155ტრადიციულად, „ნიკოლოდეონს“ ვუყურებდი – ზუსტად მახსოვს, მულტფილმი „Котопес“ გადიოდა, – მას ეძინა.
როგორც კი გამოიღვიძა, ეგრევე მთხოვა, საინფორმაციოზე გადამერთო, მე, რა თქმა უნდა, მტკიცე უარით გავისტუმრე, თუმცა მან იცოდა ჩემი სუსტი წერტილი და მითხრა, თუ ახლა გადამირთავ, საღამოს „მაკდონალდსში“ წაგიყვანო. ვერ გავუძელი ცდუნებას და გადავულოცე ჩვენი პირველი ფერადი ტელევიზორი. ამით იწყება და მთავრდება ჩვენი ურთიერთობა, რომელიც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება. გიორგი სანაია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
Society, you’re a crazy breed I hope you’re not lonely without me Society, crazy indeed I hope you’re not lonely without me” – წერს სანდრო სანაია.

Comments

comments