გიორგი სამარღანიშვილის “დიდი სათქმელი” – მე ხელოვანი ვარ და ვაკეთებ ამ საქმეს გულით და სიყვარულით (ვიდეო)

942
SHARE

„ჩემი დიდი სათქმელი!“ –  ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელიც მომღერალმა გიორგი სამარღანიშვილმა ჩაწერა. მელანქოლიური სიმღერა რომანტიკულ მსმენელზეა გათვლილი. შემსრულებელი ამბობს, რომ ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც ტკივილით დასრულდა.

12067973_1052740754759425_2040801631_n

„ტექსტიც და მელოდიაც სიყვარულს უმღერის-ესაუბრება… ვფიქრობ, ეს ტკივილებით გაჟღენთილი სიყვარულია, რომელიც დასრულდა სადღაც და როდესღაც. მაგრამ ის მაინც უკვდავად დარჩა ორის თუ არა, ერთ ერთის გულში…“ – აცხადებს მომღერალი.

ახალმა სიმღერამ გიორგი სამარღანიშვილს მეტი პოპულარობა მოუტანა და სოციალურ ქსელებშიც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ამბობს, რომ არ აქვს უფლება მისი დაკისრებული მოვალეობა ცუდად შეასრულოს, რადგანაც ის მუსიკოსია  და აქედან გამომდინარე, როგორც თავად აცხადებს, საქმესაც გულით უდგება.

 „არ მიყვარს როდესაც მაქებენ. ეს კი, ბოლო დროს ზომაზე მეტად შეიმჩნევა სოციალურ სამყაროში თუ ისე… მე ხელოვანი ვარ (მომღერალი) და ვაკეთებ ამ საქმეს გულიდან და სიყვარულით. არ მაქვს უფლება, ეს საქმე ცუდად შევასრულო, რადგან სკოლა გავიარე ისეთი ხალხის ხელში,როგორებიც არიან: სულიკო კოროშინაძე, ციური მჭედლიძე და ბოლოს მანანა თოდაძეც ჩაერთო ჩემს გამოძერწვაში. მოკლედ სრული წინსვლისათვის დიდი საფუძველი ჩაიყარა, მაგრამ ამ წინსვლას დღეს საქართველოში უკუსვლა უფრო ჰქვია, ან ადგილზე ნაბიჯით იარ…  ვნახოთ,  რა იქნება მომავალში, მე უფლის იმედი მაქვს და ქართველი ხალხის ყველა მოყვარული და დამფასებელი მიყვარს”,- განუცხადა „კვირა+“-ს გიორგი სამარღანიშვილმა.

ახალი სიმღერის კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი სოფი რაფაელაა. არანჟირება და ხმის რეჟისურა  ზაზა გოჩატაშვილს ეკუთვნის, მის ვიდეო-მონტაჟზე კი ილია ყაჯრიშვილმა იზრუნა.

„მაქვს საჩვენებელი სიმღერები, რომლებიც 5,3 და1 წლის წინ ჩაიწერა. ვფიქრობ, არანაკლებ უყვარს ხალხს ისინიც, მაგრამ ამ ბოლო ჩანაწერს სოციალურ გვერდზე განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, რისთვისაც მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სიმღერაზე იმუშავა და რომლებმაც იციან, რა, როდის და როგორ აკეთონ… არაერთხელ გადამიხდია მადლობა იმ ხალხისათვის, ვინც ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ესენი არიან ასევე, კომპოზიტორი: მარეხი მურღულია, მომღერალი და კომპოზიტორი თამრიკო მეჭიაური და ვინც ახლა გამომრჩა მომიტევონ“, – აცხადებს „კვირა+“-თან საუბრისას მომღერალი გიორგი სამარღანიშვილი.

mtavari

FB კომენტარები

კომენტარი