გიორგი გაბედავა საქართველოში ტრანსგენდერთა სახელობის სკვერის არსებობას ეწინააღმდეგება

285
SHARE

ga უფლებადამცველი გიორგი გაბედავა საქართველოში ტრანსგენდერთა სახელობის სკვერის არსებობას ეწინააღმდეგება.
როგორც გაბედავა სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა საკრებულოში ერის შეურაცხყოფაა და ინიციატივის ავტორს საკრებულოდან განცხადების გამოტანას ურჩევს.
„საქართველოში არ უნდა იყოს ტრანსგენდერთა სახელობის სკვერი, ელემენტარული იმიტომ რომ უამრავი ადამიანი რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს გადარჩენისთვის, არ არის მათი სახელობის სკვერი, ათასობით სკვერი არ ეყოფა ამ ადამიანების პატივის მიგებას… მაგალითად გიორგი ანწუხელიძე. მოკლედ მივმართავ ამ მოთხოვნის შემტანს, გიორგი ტატიშვილი გამოიტანეთ ეს მოთხოვნა საკრებულოდან. ჩვენი, უმრავლესობის შეურაცხყოფაა ეს.
მე პირადად ყველა ადამიანის უფლებას ვიცავდი, ვიცავ და დავიცავ! მხოლოდ გარყვნილების პროპაგანდას არ დავუშვებ ეს იცოდეთ „,-წერს გაბედავა.

FB კომენტარები

კომენტარი