გიორგი ასათიანისა და დავით გიორგობიანის დუეტის დაშლასთან დაკავშირებით აქცია დაანონსდა

204
SHARE

ტელეკომპანია “ხარისხის არხის” გადაცემა “დასაბამიდან სასუფევლამდე” წამყვანების დუეტი დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია, არხის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ირკვევა ამიერიდან გადაცემა კვირაში ორჯერ გავა, შაბათს – დავით გიორგობიანთან ერთად და პარასკევს – გიორგი ასათიანთან ერთად.
მათი დუეტის დაშლის შემდეგ ფეისბუქზე ღონისძიება შეიქმნა, სადაც საზოგადოება მათ ეთერში დაბრუნებას ითხოვს და აქციას აანონსებს.
“მოვითხოვთ არ დაიშალოს გიორგი ასათიანის და დავით (ედიშერ) გიორგობიანის დუეტი ხარისხის არხზე და მათ იგივე სიხშირით გააგრძელონ გადაცემების ჩაწერა”, – აღნიშნულია ღონისძიებაში.
აქცია პარლამენტთან 20 ივლის 20:00 საათზეა ჩანიშნული.

https://www.facebook.com/events/269954117094525/

 

FB კომენტარები

კომენტარი