“გინდა, ტრანსგენდერი იყოს და გინდა, მამათმავალი – ყველა ჩვენი და-ძმა და შვილია” – გურამ ფალავანდიშვილი

650
SHARE

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი – „ალტ ინფო“ მზად არის, ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა.

ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა სოციალურ ქსელში კომენტირებისას კონსტანტინე მორგოშიამაც.

„პრაიმტაიმი“ თემასთან დაკავშირებით გურამ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა:

„მთელს მსოფლიოში ახლა, ეპიდემიისას დაიწყო ტრანსგენდერების გამოსვლები, სამუშაო დავკარგეთო, ყველა ეხმარება, რომის პაპი ეხმარებათ.

ბენზინს რომ გადაისხამ, ალბათ, პრობლემა გაქვს, კონსტანტინე მორგოშიამ თქვა, რომ მკურნალობის თანხებში დაეხმარებოდა.

ნებისმიერ ადამიანს, თუ შიმშილით კვდება, რა თქმა უნდა, პურს მივცემ, მაგრამ თუ ბინის ქირაობა გარყვნილებისთვის უნდა, ამაში არ დავეხმარები.

დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, თავიანთი საქმიანობა ყველაზე მეტად მათვე აზიანებთ.

პური ვინც  უნდა გთხოვოს, უნდა დაეხმარო.

ადამიანი როცა ესეთ გადაწყვეტილებას იღებს, ანუ მას აქვს პრობლემა და ძალიან ცოდოა.

გინდა, ტრანსგენდერი იყოს და გინდა, მამათმავალი – ყველა ჩვენი და-ძმა და შვილია. ადამიანია და შეცდომაშია, თავის დაწვას მიზეზს ვერ მოუძებნი“, – აღნიშნავს გურამ ფალავანდიშვილი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

 

FB კომენტარები

კომენტარი