გიიომ კანე მარიონ კოტიარისა და ბრედ პიტის შესახებ ალაპარაკდა

647
SHARE

ჭორებს ბრედ პიტისა და მარიონ კოტიარის შესახებ მარიონის მეუღლე, მსახიობი გიიომ კანეც გამოეხმაურა.

“ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, ჩვეულებრივ, არც მე ვსაუბრობ. თუმცა, აქამდე, მის დაცვას ვახერხებდი. იმ ანგარებიანი ადამიანების სისულელის გამო, რომლებიც საკუთარ თავს ჟურნალისტებად მოიხსენიებენ, მათ გამო, ვინც თავს უფრო მამაცად კლავიატურის მიღმა გრძნობს, გადავწყვიტე მარიონის მიმართ ჩემი სიამაყის, სიყვარულის, პატივისცემისა და აღფრთოვანების გულისთვის საუბარი დავიწყო. მარიონის, რომელიც ამდენი სულელური და უსაფუძვლო ბრალდების მიუხედავად, ისეთივე ძლიერი და ჭკვიანია” აღნიშნულია მსახიობის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. გიიომ კანემ მედიასა და საზოგადოებას მოუწოდა, ეს თემა დაივიწყონ და სხვა საკითხზე გადაერთონ. “ვფიქრობ, ჩვენ, ყველას, უფრო მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს ცხოვრებაში” – აღნიშნა მსახიობმა.

http://www.okmagazine.ge/index.php/akhali-ambebi/5492-giiom-kane-marion-kotiarisa-da-bred-pitis-shesakheb-alaparakda

FB კომენტარები

კომენტარი