გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ”პრასტიტუტკებს” უწოდებს

190
SHARE

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი და სპორტსმენი გივი სიხარულიძეა. ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მოძველებულ ტრადიციებზე, თანამედროვე შეხედულებებსა და საკუთარ თავზე. აღმოჩნდა, რომ მისთვის ,,ტრუსიკოსნებს” (ასე უწოდებს იგი ქალებს) არაერთხელ უტკენიათ გული.

– ბატონო გივი, თავიდან ბიძინა ივანიშვილს ბრძენ კაცად მოიხსენიებდით. ახლა რას ფიქრობთ მასზე?
– რადგან ამ თემას შევეხეთ, დავიწყებ სააკაშვილით. მიშაზე იმავეს ვფიქრობ, რასაც უწინ. ის უდავოდ ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსია, ვინც კი მინახავს. შევხედოთ რეალობას, მან ააშენა საქართველო და ევროპულ ქვეყნად გადააქცია, შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, შეამცირა კრიმინალი, თუმცა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა – ხალხი დაავიწყდა. პრეზიდენტისა და ხელისუფლების მთავარი საფიქრალი კი მოსახლეობა უნდა იყოს.
რაც შეეხება ბიძინას, სანამ გამოჩნდებოდა, ბრძენ, ქველმოქმედ ადამიანად მივიჩნევდი. მან სამება აგვიშენა, რესტავრაცია ჩაუტარა ოპერის თეატრს, აფინანსებდა კულტურის სფეროს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. დღეს ვხვდები, რომ ნამდვილად ჭკვიანია, რადგან მახვილი გონების გარეშე ფულს ვერ იშოვიდა, მაგრამ ბრძენი არ არის. მან ჯერ ორატორობა, მერე შოუმენობა და ტელეწამყვანობა მოინდომა. ყველას ეჩხუბება და ჭკუას არიგებს, თავად კი არავის უგდებს ყურს.

– ერთხელ თქვით, რომ ქვეყანა საპატრიარქოს მხრებზეა. თეოკრატიული მმართველობის მომხრე ხართ?
– საქართველო უნდა მართოს სამშობლოზე შეყვარებულმა კაცმა, მნიშვნელობა არ აქვს, სასულიერო პირი იქნება თუ საერო ფრთის წარმომადგენელი. ასეთები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, ცოტნე დადიანი.

– როგორც ვიცი, თქვენთვის ევროპულ-ამერიკული ფასეულობები რუსულს უპირისპირდება და, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, რუსულს ირჩევთ.
– ჩემი შვილი, ბექა, ამერიკაში ცხოვრობს, ჰოლივუდის მსახიობია. შეერთებული შტატების მადლიერი ვარ, რომ თავის წარმოჩენისა და კარიერის გაკეთების საშუალება მისცა ჩემს შვილს. ამერიკელების ის ნაწილი მიყვარს, რომლებსაც ღრმად სწამთ ღმერთის, აქვთ თავიანთი ტრადიციები და ოჯახის ფენომენს პატივს სცემენ. მეზიზღებიან ისინი, ვინც მოგვიწოდებს, რომ შთამომავლობა არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებად უნდა გავზარდოთ. მასონებმა ჩაიფიქრეს გლობალიზაცია, რომელიც სამყაროს მოედო და რყვნის!
ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები მხოლოდ რუსები არიან. ირანის კარზე გაზრდილმა მეფე ერეკლემ, რომელმაც სიკვდილამდე არ გაიხადა სპარსული ტანსაცმელი, რელიგიის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთი აირჩია. ამ უშველებელმა იმპერიამ თავისდა უნებურად გაგვაერთიანა.

ჩვენ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და მეზობელ სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ. მე მიყვარს უბრალო რუსი ხალხი და არა პოლიტიკოსები. რუსი კაცი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ქართველი ქალის პატიოსნებითა და თავდაჭერილობით, იცოდნენ ჩვენი მანდილოსნების ფასი.

ამერიკელები კი იცი, როგორ გვიყურებენ? როგორც ერს, რომელიც განვითარებით ფერადკანიანებზე დაბალ საფეხურზე დგას.

– სვინგერებზე რას ფიქრობთ?
– იმ კაცების გასაგონად, რომლებიც მეუღლეებს ცვლიან, ცოლების გაცვლას სჯობს, ტრაკები გაცვალოთ!

– ”მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ”. მართალია ეს გამონათქვამი?
– სისულელეა! ყველანაირი მეგობარი შეიძლება მყავდეს. ვახტანგ ჭაბუკიანი, საქართველოში ნომერი პირველი ბალერონი, ჩემი პედაგოგი, ტრადიციული ორიენტაციის არ იყო, მაგრამ არ არსებობდა პიროვნება, რომელიც მასში გენიოსს ვერ ხედავდა. ჩემთვის იდეალი იყო! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მე ხომ გეი არ ვარ?!

– ჰომოსექსუალს ხელით შეხებიხართ?
– არასდროს, არც ვაპირებ. ზოგადად, აგრესიული არ ვარ. ხომ შეიძლება, მაგ ავადმყოფობით მეც დავბადებულიყავი? უნდა გაველახე ხალხს? აი, გეიაღლუმები კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ახალგაზრდებს გონებას ურევენ და ათახსირებენ.

– ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალი პოლიტიკოსები არ გიყვართ. რას ერჩით?
– მეზიზღებიან! თახსირები არიან! ჩემთვის ქალი, პირველ რიგში, დაბადებულია დედად, ცოლად, ის ოჯახს უნდა უვლიდეს, ქმარს თავს ევლებოდეს და შვილებს პატრიოტიზმს უნერგავდეს. პოლიტიკა არის პროსტიტუცია, ხოლო იქ მოღვაწე ქალები – ”პრასტიტუტკები”.

– ქალს თქვენთვის გული ძალიან უტკენია?
– სიმპათიური ბიჭი ვიყავი, თითოეულს სურდა, მისი ვყოფილიყავი, ვისაც უარი ვუთხარი, ყველამ სცადა, რომ გული ეტკინა ჩემთვის. ზოგს ნაკლებად გამოუვიდა, ზოგს – მეტად. ქალებს ბევრი ბოროტება ჩაუდენიათ ჩემი მისამართით. მინახავს გარეგნულად მზეთუნახავები, მაგრამ ბუნებით გველები და არცთუ ისე ლამაზი გოგონები, რომლებზეც იტყოდით, ღვთის შვილიაო.

– ქალის გაცნობისას, პირველ რიგში, რას აქცევთ ყურადღებას?
– ქალმა თავად უნდა მიგაქცევინოს ყურადღება თავისი სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც თავად მიაჩნია ყველაზე მიმზიდველად. მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევი. ქალი მაცდური არსებაა, მისი დანიშნულება მამაკაცის ცდუნებაა. კაცმა წინასწარ არასდროს იცის, რა მოეწონება ქალში, რადგან ეს მასზე არ არის დამოკიდებული.

– ”ცოლი მუდამ უნდა ფიქრობდეს, რომ ქმრის მონა იყოს…” ეს თქვენი სიტყვებია… გგონიათ, რომ ქალი მონობისთვისაა გაჩენილი?
– კი, მამაკაციც, რადგან სიყვარული არის ორმხრივი მონობა.

– რა შემთხვევაში ეპატიება ქალს ღალატი?
– მიმტევებელი და ძალიან კეთილი უნდა იყოს, სხვებზე არ უნდა ჭორაობდეს. მასეთს ვიცნობდი ერთს. თავისი კეთილშობილებით მაოცებდა. ცეკვიდან რომ მიდიოდა, ქუჩაში ძირს დაწოლილ ბოგანოს რომ დაინახავდა, ქურთუკს გაიხდიდა და თავქვეშ ამოუდებდა, თავი არ ეტკინოსო. არადა, თვითონაც უჭირდა. ეს გოგონა სხვის გასაჭირს იზიარებდა. მათი უბედურებით ცხოვრობდა! ქალს, რომელიც კაცთმოყვარეობითა და სულგრძელობით ცხოვრობს, ყველაფერი ეპატიება.

– თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად რა მიგაჩნიათ?
– ამ ქვეყანაზე რომ გავჩნდი.

– გსიამოვნებთ, ჩაკ ნორისს რომ გადარებენ?
– არც მსიამოვნებს, არც მწყინს. ეს ხალხის გადაწყვეტილებაა.

– სასწაულების გჯერათ?


– მჯერა. ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგი მსახიობი და მოცეკვავე ვიქნებოდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია მწერლობასა და პოეტობაზე. სასწაულია, მე რომ კალამი ავიღე ხელში და ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი გავხდი.

წყარო: რეიტიმგი 

FB კომენტარები

კომენტარი