გიგი უგულავას ცხოვრება გისოსებს მიღმა – რა უჭირს ყველაზე მეტად ყოფილ მერს

68
SHARE

ჩვეულებრივი პირობებია, არის აბანო კვირაში ორჯერ და დანარჩენი დღეები 90-იანი წლების მსგავსად ტოლჩით ვბანაობ, – დედაქალაქის ყოფილმა მერმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რა უჭირს საპატიმროში, გიგი უგულავა ამბობს, რომ ყველაზე რთული მარტოობაა.
„ჩვეულებრივი პირობებია, არის აბანო კვირაში ორჯერ და დანარჩენი დღეები 90-იანი წლების მსგავსად ტოლჩით ვბანაობ, გასეირნება ერთი საათი აქვს პატიმარს, მეც, ვანოსაც, ბაჩოსაც და ნებისმიერ სხვასაც ერთი საათი აქვს. პატიმრების 90 პროცენტს, თუ რამეს არ აფუჭებს, საპატიმროში ტელევიზორის ყიდვის საშუალება ეძლევა.
მთავარი გამოწვევა ჩემთვის არის მარტოობა. ხანდახან გრძნობ, რომ ქვედა ყბის ატროფია გეწყება. იმიტომ, რომ ქვედა ყბა რისთვის არის, – ან ლაპარაკისთვის ან ჭამისთვის და ჭამა არ ყოფნის. გეუბნები, შეიძლება ქვედა ყბის ატროფია დაგემართოს სიჩუმისაგან. ეს არის ერთი მხრივ უნიკალური გამოცდილება, რომელიც ემოციურად გაგყვება, მესამე თვალს გიხსნის, გაძლევს შესაძლებლობას მეორე ნაპირიდან დაინახო ცხოვრება“, – აცხადებს უგულავა.
გიგი უგულავასთან ინტერვიუ გუშინ, მის დაპატიმრებამდე ჩაიწერა.

FB კომენტარები

კომენტარი