გიგი გაჩეჩილაძე – ჩემს პირადში ბევრი რამ სხვანაირად უნდა ყოფილიყო და სხვანაირად მოხდა

71
SHARE

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძემ 24 წლამდე ილუზიებით იცხოვრა, ეგონა, რომ ადამიანების შეცვლა შესაძლებელი იყო.

ურთიერთობებში ბოლომდე იხარჯებოდა და სხვებისგანაც იმავეს ელოდა, მაგრამ ნაცვლად იმედგაცრუება და დიდი ტკივილი იგემა. 3 წელია, რაც მიწაზე მყარად დგას და ცდილობს, რეალობა ისეთი მიიღოს, როგორიც არის. უყვარს წინააღმდეგობების დაძლევა საკუთარი თავისა და ადგილის ძიების პროცესში. გიგი ჟურნალ “სარკეს” ბავშვობაზე, მშობლებსა და პირად ცხოვრებაზე გულახდილად ესაუბრა.

– თქვენს პირად ცხოვრებაში არის ისეთი გახმაურებული ისტორია, რომელზეც დღემდე საუბრობენ – რომანი სალომე ჭაჭუასთან, რომელიც 8 წელი გაგრძელდა და დაშორებით დასრულდა. ცნობილია, რომ სხვებთანაც გქონდათ ხანმოკლე ურთიერთობები. ამ ყველაფერმა რაიმე გამოცდილება დაგიტოვათ?
ესეც მტკივნეული მომენტებია ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი სუსტი მხარე ისაა, როცა ადამიანი მიყვარს, ტვინს ვთიშავ და გრძნობებს ვყვები. ახლა ვისწავლე ის, რომ საყვარელ ადამიანს ჩემს სიყვარულს ცოტა გვიან ვაძლევ. ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ სხვანაირად მოხდა. თითოეულმა ურთიერთობამ მასწავლა, რა როგორ უნდა ყოფილიყო და დღეს უკვე ყველაფერს ვითვალისწინებ. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი პირადი ურთიერთობა, მრავალფეროვნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ერთთან ვარ, პარალელურად სხვებთანაც ვაბამ რაღაცეებს.

– ოჯახის შექმნის, შვილების ყოლის დრო არ მოვიდა?
შვილი მინდა, ოღონდ ცოლი – არა.

– პასუხისმგებლობებს გაურბიხართ?
მოიცა, დავფიქრდე… ალბათ – არა. უბრალოდ ვიცი, რომ ოჯახური ცხოვრება ბევრ სხვა რამეს მოითხოვს და ეს სხვა რაღაცეების მიტოვების ხარჯზე მოხდება. ჯერ მაქვს ის წლები, როცა შემიძლია საკუთარი თავის რეალიზება, მეტი უნდა გავაკეთო და მერე ვიფიქრებ ცოლის მოყვანაზე. მინდა, შეყვარებულობის ფაზით უფრო დიდხანს ვიყო დაკავებული, ვისიამოვნო და მერე გადავიდე სხვა სტადიაზე. შემიყვარდა და ჩქარა ცოლად მოვიყვანო, ბავშვი ვიყოლიოთ და მერე ერთ წელიწადში გავშორდე – ასეთი ტიპი არ ვარ. ცოლს თუ მოვიყვან, არც კი ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ დავშორდეთ. ამ ნაბიჯს თუ გადავდგამ და ვინმეს ხელს ვთხოვ, საკუთარ თავში ასი პროცენტით ვიქნები დარწმუნებული.

– ე.ი. თვლით, რომ 7-8 წელი შეყვარებულობის პერიოდისთვის ნორმალურია?
ძალიანაც მშვენიერია.

– თუკი ის ქალი ასე არ თვლის, ვინც გიყვართ?
შეიძლება, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ ვიღაცეებს ცოლი მოჰყავთ და მერე სხვებთან დარბიან.

 

 

წყარო

Comments

comments