გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას ცეკვების დადგმაში ეხმარება

486
SHARE

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ირგვლივ ინტრიგა არ წყდება. დიდ ინტერესს იწვევს სალომე ჭაჭუას და ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებულ, ანდრია გველესიანის წყვილი. გოჩა ჩერდკოევის თქმით, სალომე და ანდრია შოუს ერთ-ერთი ლიდერები არიან. ჭაჭუას მონაწილეობას პროექტში, კიდევ ის ინტრიგა აქვს, რომ შოუს ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძეა, რომელსაც სალომესთან მრავალწლიანი რომანი აკავშირებდა.
“პროექტში მონაწილეობა მე და მაქსს, ორივეს შემოგვთავაზეს, მაგარამ ვერ დავთანხმდით, რომ ორივეს მიგვეღო მონაწიელეობა. მაქსი სტუდიაში ჩემს მაგივრად ატარებს გაკვეთილებს. გიორგი გაჩეჩილაძეა პროექტის ქორეოგრაფი, ის ძალიან მეხმარება. თუ შოუს შემდეგ ყველა ისვენებს, მე და გიგი ცეკვას ვდგამთ. მან კარგად იცის ჩემი გადატვირთული რეჟიმის ამბავი და ცდილობს, ხელი შემიწყოს. მთელი ცხოვრება რაზეც ვოცნებობდი, იმისკენ მივდივარ და ახლა უკან არ დავიხევ. ჩვენ გვიმუშავია ერთად და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით”, – ამბობს სალომე ჭაჭუა „სარკესთან“ ინტერვიუში.
გასულ სეზონზე, როდესაც სალომეს მეწყვილე ზურა გორგაძე იყო, ის დამოუკიდებლად დგამდა საცეკვაო ნომრებს.

FB კომენტარები

კომენტარი