გიგანტურმა პანდა მეი-იანმა ვაშინგტონის ზოოპარკში ორი ბელი გააჩინა (ვიდეო)

346
SHARE

ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის მეორე ბელის დაბადება მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი განცხადებით, ახალი ბინადრები დედასთან ერთად თავს კარგად გრძნობენ. მათთვის სახელები ჯერჯერობით არ შეურჩევიათ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სულ 2 000-მდე პანდა ბინადრობს, მათგან 1600 ველურ ბუნებაში, ხოლო 300-მდე მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკსა და ჩინეთის თავშესაფრებშია განაწილებული.
პანდა ძირითადად აქტიურია ღამით, დღისით კი, ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, ასევე წვრილი მღრღნელებით. ცნობილია, რომ ის ტყვეობას ადვილად იტანს.

FB კომენტარები

კომენტარი